ვანო მერაბიშვილის საქმე

მერაბიშვილის ადვოკატი: გვაქვს ვადა სტრასბურგში გასაჩივრებისთვის

ვანო მერაბიშვილი
ტაბულა

ვანო მერაბიშვილი, ე.წ. მატროსოვის დაწესებულებაში, მისმა ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა მოინახულა. შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

ადვოკატის თქმით, ვანო მერაბიშვილს ციხის ადმინისტრაციასთან არანაირი პრეტენზია არ აქვს.

როგორც ჩივიაშვილმა აღნიშნა, შეხვედრისას საუბარი შეეხო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მერაბიშვილისთვის შეფარდებული აღმკვეთი ღონისძიება ძალაში დარჩა. 

"ჩვენ გავიარეთ შემდეგი სტრატეგია, რა ფორმატში განვაგრძობთ დაცვის უფლების განხორციელებას. საქართველოში გასაჩივრების შესაძლებლობა უკვე ამოწურულია. გვაქვს ექვსთვიანი ვადა სტრასბურგში გასაჩივრებისთვის, თუმცა სტრასბურგთან დაკავშირებით ბოლომდე ჯერ არ ვართ ჩამოყალიბებული და ეს საკითხი განხილვის პროცესშია", - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

კომენტარები