ჭიათურაში მაღაროელებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. ისინი ხელფასებისა და ღამით სამუშაო საათების ანაზღაურების 50%-ით გაზრდას, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას და პრემიების სისტემის შემოღებას ითხოვენ. მუშები მაღაროს მფლობელ კომპანიას - ჯორჯიან მანგანეზს თავიანთი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად 72-საათიან ვადას უწესებენ. თუ ამ დროში კომპანია ყველა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე თანხმობას არ განაცხადებს, მაღაროელები 28 მაისიდან მასობრივი გაფიცვებით იმუქრებიან. ჯორჯიან მანგანეზისთვის დაქირავებულებისგან ეს უკვე მეორე ულტიმატუმია: დაახლოებით ერთი კვირაა, კომპანიის მფლობელობაში მყოფი ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის მუშები ანალოგიური მოთხოვნებით აქციებს მართავენ.
tbl.ge/zdj
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- დეკანოიძე: ძმებ წულუკიძეებს, ჭელიძეებს და ელდარ ანთაძეს 4-5 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ
- მელია აქციებზე: დღეს ვნახეთ შეშინებული რეჟიმი, რომელიც კოპირებს რუსეთსა და ბელარუსს
- გირჩის წევრი: ბორის ყურუა სუს-თან იდგა, ჩართვას ელოდებოდა და უცბად მანქანაში ჩატენეს
- ე.წ. მოდულის შენობასთან ოპოზიციის 20-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს
- უცნობი: ველოსიპედი რესპუბლიკის მოედანზე, ენმ-ს სიმბოლოა, თუ არ ავიღებთ, 1 რული მოვხსნათ