ეკლესია

საპატრიარქო: რელიგიურმა კონფესიებმა ერთსქესიანთა ურთიერთობების პროპაგანდა დაგმეს

ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 24 მაისს საქართველოში მოქმედი რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ინტერრელიგიური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გაიმართა.

როგორც საპატრიარქოს ვებ-გვერდზე განთავსებულ ცნობაში არის ნათქვამი,  რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა გამოთქვეს წუხილი 17 მაისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და გამოხატაეს უარყოფითი დამოკიდებულება ძალადობრივი მოწოდებებისა და ქმედებების გამო. შეხვედრას ესწრებოდნენ იუდეური თემის, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ამიერკავკასიის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის, იეზიდთა თემის ლიდერები. ასევე,   სახარების რწმენის ეკლესის, მეშვიდე დღის ქრისტიან ადვენტისთა ეკლესიის წარმომადგენლები.

საპატრიარქოს ცნობით, „ამასთანავე, რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებმა ერთხმად დააფიქსირეს თავისი პოზიცია და აღნიშნეს, რომ ერთსქესიანთა ურთიერთობა უმძიმესი ცოდვა არის და, ამდენად, მისი პროპაგანდა, ტირაჟირება და პოპულარიზაცია ყოვლად მიუღებელია“.

კათოლიკოს-პატრიარქი და  რელიგიური დენომინაციების ლიდერები შეთანხმდენ, დაიწყონ აქტიური მუშაობა, რათა თავის მხრივ ხელი შეუწყონ საზოგადოებაში არსებული ამ და სხვა პრობლემების მოგვარებას. კერძოდ, დაიგეგმა კონკრეტული ერთობლივი ღონისძიებებიც -  ზნეობრივ თემებზე ერთობლივი წიგნის (ან წიგნების) პუბლიკაცია, ოჯახის, როგორც სახელმწიფოს უმრთავრესი საყრდენის, სიწმიდისათვის ზრუნვის გაძლიერებას,  სახელმწიფოსთვის ოჯახის დღის დაწესების თხოვნა, საგანმანათლებლო საქმიანობის გააქტიურება.

რელიგიურიო გაერთიანებები ასევე შეთანხმდნენ,  „საკანონმდებლო ორგანოსათვის განსახილველად შემუშავდეს გარკვეული წინადადებები, რომელიც მოზარდების მავნე ზემოქმედებისაგან დაცვას შეუწყობს ხელს“. 

კომენტარები