დედაენის ბაღში აქცია „არა თეოკრატიას!“ მიმდინარეობს. როგორც აქციიდან ტაბულას კორესპონდენტი იუწყება, სიტუაცია დედაენის ძეგლის გარშემო პერიოდულად იძაბება - ე. წ. კონტრაქციის მონაწილეები პოლიციის კორდონის გადმოლახვას ცდილობენ. ისინი დედაენის ბაღში მიმდინარე აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფას აყენებენ, ადგილს ხშირად იცვლიან და ძეგლთან მიმდინარე აქციაზე შეღწევას ცდილობენ.
ტაბულას კორესპონდენტის ცნობით, ე. წ. კონტრაქციაში 60-70 ადამიანი მონაწილეობს. აქციაზე „არა თეოკრატიას“ ამ დროისთვის 200-250 ადამიანია მისული.
აქცია სახელწიფოებით „არა თეოკრატიას“ საზოგადოების წარმომადგენლების მიერ არის ორგანიზებული, რომლებიც 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციის ძალისმიერი დარბევის ორგანიზატორთა დასჯას და სასულიერო პირებისა და მართლმადიდებელ აქტივისტების მხრიდან აგრესიის აღკვეთას მოითხოვენ.
კონტრაქციის ორგანიზატორები კი აცხადებენ, რომ „ჰომოსაქსუალიზმის პროპაგანდის“ აკრძალვას მოითხოვენ.




