საპროტესტო აქცია

დედაენის ბაღში აქცია "არა თეოკრატიას!" დაიწყო

დედაენის ბაღთან საპროტესტო აქცია იწყება. აქცია სახელწიფოებით „არა თეოკრატიას“  საზოგადოების წარმომადგენლების მიერ არის ორგანიზებული, რომლებიც 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციის ძალისმიერი დარბევის ორგანიზატორთა დასჯას  და სასულიერო პირებისა და მართლმადიდებელი აქტივისტების მხრიდან აგრესიის აღკვეთას მოითხოვენ.

როგორც ტაბულას კორესპონდენტი დედაენის ბაღიდან იუწყება, აქციის მონაწილეები დედაენის ძეგლის გარშემო იკრიბებიან. აქციის ჩატარების ადგილი მეტალის ჯებირებითაა შემოფარგლული და გარშემო  დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.

დედაენის ბაღის სიახლოვეს იმყოფებიან ასევე კონტრაქციის ორგანიზატორები  - „ეროვნული  ფრონტის" წარმომადგენლები, რომლებსაც პოლიციამ დედაენის ძეგლთან მიახლოების საშუალება არ მისცა. ისინი აცხადებენ, რომ „ჰომოსაქსუალიზმის პროპაგანდის“ აკრძალვას მოითხოვენ.   

ადგილზე  იმყოფება შს მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური. სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, აქციაზე მივიდა ასევე შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც  არსებულ ვითარებას ავტომანქანიდან აკვირდება. 

კომენტარები