ქალაქ რუსთავში მკვლელობა მოხდა. მამამ ერთი თვის ჩვილი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან გადმოაგდო. ჩვილი ადგილზე გარდაიცვალა. მეზობლების თქმით, პატარა ბავშვის მშობლები ფსიქიკურად დაავადებულები არიან. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დამნაშავე ცხელ კვალზე დააპატიმრეს საკუთარ სახლში. გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩვილის მამა ქურდობისთვისაა ნასამართლევი და 2005 წელს მოიხადა სასჯელი.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლითაა დაწყებული, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





