ვანო მერაბიშვილის საქმე

მერაბიშვილის ადვოკატი: გუშინდელ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ

Zurab Chiaberashvili and Vano Merabishvili
government.gov.ge

ვანო მერაბიშვილის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის ცნობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ამჟამად სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში, ე.წ. მატროსოვის ციხეში იმყოფება.

როგორც ჩივიაშვილმა ტაბულასთან საუბარში განაცხადა, ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

"ვამზადებთ შუამდგომლობას და სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ", - აღნიშნა მერაბიშვილის ადვოკატმა.

გარდა ამისა, დღესვე ცნობილი გახდა, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილის ოჯახმა გირაოს სახით შეფარდებული 20 ათასი ლარი გადაიხადა და რამდენიმე ტექნიკური პროცედურის შემდეგ, ის ქუთაისის მე-2 სასჯელაღასრულების დაწესებულებას დატოვებს.

კომენტარები