ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

ნენად ლალოვიჩი
geonoc.org.ge

ნენად ლალოვიჩი ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი იქნება - მოსკოვში გამართულ კონგრესზე, სერბი ამ პოსტზე დელეგატებმა ერთხმად აირჩიეს. ლალოვიჩმა, რომელიც ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობებს 2014 წლამდე შეასრულებს, 125 ხმა მიიღო, მის წინააღმდეგ კი მხოლოდ 7 დელეგატი წავიდა.

კონგრესზე ჭიდაობის წესებში ცვლილებების შეტანაც გადაწყდა. ამიერიდან დასჯადი იქნება პასიური ჭიდაობა, გამარჯვებული დაგროვებული ქულების რაოდენობით გამოვლინდება, ზონიდან გასვლის შემთხვევაში კი სპორტსმენი დაჯარიმდება. 

შეგახსენებთ, რომ რაფაელ მარტინეტის გადარჩევის შემდეგ, ნენად ლალოვიჩი მის მოვალეობებს ასრულებდა, წესებში ცვლილებები კი იმის წინაპირობად განიხილება, რომ ჭიდაობას ოლიმპიური სახეობების სიიდან არ ამოიღებენ.

კომენტარები