ლგბტ აქცია

კალაძე: ძალადობის და კანონდარღვევის გარეშე მოხდა სიტუაციის კონტროლირება

კახი კალაძე
facebook.com

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძე, facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ძალადობის წინააღმდეგ აქციის დარბევის შესახებ განცხადებას ავრცელებს. კალაძის თქმით, პოლიციის მხრიდან ძალადობის და კანონდარღვევის გარეშე მოხდა სიტუაციის კონტროლირება და მაშტაბური არეულობის, ფიზიკური ძალადობის და ქაოსის აღკვეთა.

"დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით მინდა ავღნიშნო პირველ რიგში როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომ ჩვენთვის მთავარია კანონის უზეანესობა და ამიტომ ჩვენს ქვეყანაში ყველას, ყოველთვის, ნებისმიერი მიზეზით და საბაბით ექნება შეკრების თავისუფლება.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილის კოლეგამ და თანაგუნდელმა მინდა ავღნიშნო მისი უწყების კარგი მუშაობა, ვინაიდან განვითარებული მოვლენების ფონზე, ბევრი პროვოკაციის მიუხედავად, პოლიციის მხრიდან ძალადობის და კანონდარღვევის გარეშე მოხდა სიტუაციის კონტროლირება და მაშტაბური არეულობის, ფიზიკური ძალადობის და ქაოსის აღკვეთა. დარწმუნებული ვარ ეს უწყება საქმეს ბოლომდე მიიყვანს და ყველა კანონდამრღვევი ჩადენილი დანაშაულის შესაბამისად დაისჯება.

როგორც მართლმადიდებელს, საზოგადოების რიგით წევრს მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ძალადობა, მოწოდება ძალადობისკენ, აგრესია და სიძულვილი არის არაქრისტიანული. ჩვენი მოძღვრება სიყვარულს, შენდობას და თანაგრძნობას გვასწავლის..." - ნათქვამია კალაძის განცხადებაში.

კომენტარები