ლგბტ აქცია

პატრიარქი: ჩვენ ვემიჯნებით ძალადობას, მაგრამ არ შეიძლება ამისი პროპაგანდა

პატრიარქი

ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქციის ჩაშლას პატრიარქი ილია მეორე ბათუმის აეროპორტიდან, სტამბოლში გაფრენამდე გამოეხმაურა. საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებისთვის" მიცემულ ინტერვიუში კათალიკოსი ილია ამბობს:

„მე მინდა გამოვეხმაურო იმ ამბავს, რაც მოხდა თბილისში. ჩვენ ვემიჯნებით ძალადობას, მაგრამ არ შეიძლება ამისი პროპაგანდა. ადამიანი შეიძლება ჩავარდეს ცოდვაში, უნდა ითქვას, რომ საერთოდ ეს არის ცოდვა და ვერავითარი რელიგია ვერ დაუჭერს მხარს ამ ცოდვას. უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რომ ეს არის ცოდვა ღვთის წინაშე, მაგრამ ამავე დროს ჩვენ შეგვიძლია გამოვხატოთ ჩვენი გულისტკივილი, მაგრამ არ ჩავერიოთ პირად ცხოვრებაში. მე იმედი მაქვს რომ ყველაფერი დამშვიდდება, მე მოვუწოდებ ჩვენს ხალხს, ყველას, ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც რომ დატოვონ ქუჩები და წავიდნენ სახლში. და ილოცონ ერთმანეთისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ" - ამბობს ილია მეორე.

 

 

 

 

კომენტარები