ლგბტ აქცია

ბურჯანაძე: დღევანდელი აქციის უკან უპირველესად ბოკერია და სააკაშვილი დგანან

ნინო ბურჯანაძე
http://www.heretifm.com/

დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ რუსთავი ორთან კომენტარი გააკეთა:

"დარწმუნებული ვარ, დღესაც ამ აქციის უკან დგანან არა უმცირესობის წარმომადგენლები, არამედ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში უცხო ფასეულობების დანერგვას ცდილობდნენ. ეს იყო უპირველეს ყოვლისა გიგა ბოკერია, მიხეილ სააკაშვილი. მე ძალიან კარგად მახსოვს როგორ მეუბნებოდა გიგა ბოკერია - ქალბატონო ნინო, თქვენ მოგიწევთ შეგუება, რომ საქართველოში გეი აღლუმი ჩატარდება. ეს არის პროვოცირებული თემა, ამაზე ხელს მოითბობს ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

კომენტარები