ლგბტ აქცია

დავით უსუფაშვილი პოლიციის ორგანოებსა და მოქალაქეებს მიმართავს

დავით უსუფაშვილი პოლიციის ორგანოებსა და მოქალაქეებს მიმართავს, კონსტიტუციის ფარგლებში გამოხატონ მოსაზრებები.

"ჩვენ, საქართველოს პარლამენტი, ვართ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, ვქმნით კანონებს, კონსტიტუციას იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, საქართველოში ყველა მოქალაქის უფლება და თავისუფლება იყოს გარანტირებული და მეორე მხრივ, დაცული იყოს წესრიგი. ამიტომ პარლამენტის სახელით კიდევ ერთხელ მივმართავ ყველას - სახელმწიფო დაწესებულებებს, პოლიციის ორგანოებს, მოქალაქეებს, ყველამ შევძლოთ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში გამოვხატოთ ჩვენი მოსაზრებები, განსხვავებული მოსაზრებებიც, განსხვავებულისგან განსხვავებული მოსაზრებებიც, მაგრამ იმედია, ამ აქციის არცერთი მონაწილე გამოხატვის თავისუფლების იქით არ გადავა და ყველაფერი კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში დასრულდება. დღეს, ჩვენ ცოტა შორს ვიმყოფებით ამ ადგილისგან, მაგრამ ცხადია, დაინტერესებული ვართ იმით, რომ ქვეყანაში იყოს წესრიგი და ადამიანის კონსტიტუციური უფლებები იყოს დაცული - ყველა ადამიანის, რა მოსაზრებასაც უნდა გამოთქვამდეს დღეს, ხვალ თუ ზეგ. ქუჩაში მსვლელობა, აქცია რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით, სადაც მკაფიოდ არის განსაზღვრული ორგანიზატორების, სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარული სხდომის დაწყებისას.

კომენტარები