დღეს ვინც იყო გამოსული, არავის არ უნდოდა ვინმეს დაჩაგვრა. შინაგანად ყველამ გადალახა ის, რასაც სიკვდილის შიში ქვია. ყველა იყო გმირი. ჩვენ მსოფლიო ისეთს მიგვიღებს, როგორებიც ვართ. აბა, შევხედოთ თითოეულ ჩვენთაგანს. ჩვენ ყველანი განვსხვავდებით ერთმანეთისგან. აქ ვის უნდოდა ვისი დაჩაგვრა? გადავიხედოთ და ვნახოთ რა ხდებოდა 26 მაისს. 7 ნოემბერი გავიხსენოთ და ყოველდღე იყო, მაგი ხდებოდა საქართველოში. გამოდიან მერე ეს ვაჟბატონები და ლაპარაკობენ რაღაცებს. ცოტა ჭკვიანად იყვნენ. არ შეეშალოთ. იმ ხალხში არ შევეშალოთ, ვინც პასუხს არ მოთხოვს. პარპაშის დრო უნდა დამთავრდეს. მაგათი პარპაშის დრო. ჩვენ ვერანაირი უცხოეთი ვერ გვაიძულებს, რომ მაგათ დავემონოთ და მაგათ ეგეთ რაღაცებს ვუყუროთ. არ ვიცი რას უწოდებენ დღევანდელ აქციას. ხან მაგის მხარდამჭერები გამოვიდნენ. ვითომ თვითონ არ ჩანდნენ. რას უშვებოდნენ ერს? ციხეებში აუპატიურებდნენ. და ვისზე გამოდიან, ვისზე ამბობენ, რომ მოძალადეები ვართ? ბიზნესებს ართმევდნენ. კანონს ყოველდღე ცვლიდნენ. ცოტა ვაჟკაცურად დახვედრა თუ უნდათ, დავხვდებით ჩვენ ვაჟკაცურად. და ჭკვიანად იყვნენ მართლაც, ერთხელაც იქნება, ერი არ აპატიებს
მეუფე იაკობი
tbl.ge/5qd
დაკოპირდა





