17 მაისის აქცია

ჰამარბერგი: მნიშვნელოვანია, რომ ყველას შეეძლოს საკუთარი აზრის გამოხატვა

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი თომას ჰამარბერგი სასტუმრო რედისონში ორგანიზაცია იდენტობისა და LGBT ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო. ჟურნალისტებთან საუბრისას ჰამარბერგმა იმედი გამოთქვა, რომ 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქცია მშვიდობიანად ჩაივლის და არანაირი ძალადობა არ იქნება. 

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას შეეძლოს საკუთარი აზრის გამოხატვა ძალადობის გარეშე. დღევანდელი შეხვედრის იდეაც ისაა, რომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ნებისმიერი ადამიანის უფლებებს, ვინც უნდა იყვნენ ისინი და უარი ვთქვათ მათ დისკრიმინაციაზე. 17 მაისის აქცია უნდა იყოს არაძალადობრივი.ეს არ იქნება სწორი. ყველას აქვს უფლება იყოს ისეთი, როგორიც არის", - განაცხადა ჰამარბერგმა. 

შეგახსენებთ, რომ 17 მაისს ყოფილი პარლამენტის შენობის წინ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ აქცია იგეგმება. 

 

კომენტარები