უმაღლესი განათლება

ივანე კიღურაძე, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე

მაშასადამე, უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული სტატუსი არ შეიძლება შეცვლილი იყოს (საქმე ეხება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულს) მისი თანხმობის გარეშე, ან მისი წარმომადგენლობითი ორგანოების თანხმობის გარეშე. ახლა მე თქვენ გეკითხებით: თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ აი, ამისი ხელმძღვანელი ორგანოები, ვისაც თქვენ ასახელებთ, მართლაც არიან ლეგიტიმური ორგანოები? მართლაც არიან თავისუფლად არჩეული? დარწმუნებული ხართ თქვენ ამაში?.. ეს არის ჩვენი საერთო სურვილი და სხვათა შორის მე ვლაპარაკობ დღეს იმას, რასაც ვლაპარაკობ ბოლო 9 წლის განმავლობაში. სურვილი არის ის, რომ ჩვენი უმაღლესი სასწავლებლები იყვნენ ავტონომიური უმაღლესი სასწავლებლები, რომლის მართვა-გამგეობაში სახელწიფო არ ჩაერევა და რომლის აკადემიურ თავისუფლებას სახელმწიფო არ შეზღუდავს. დღეს უმაღლესი სასწავლებლები ასეთები არ არიან. დღეს უმაღლეს სასწავლებლებში არის ჩანერგილი რექტორები და ჩანერგილი სამეცნიერო საბჭოები... ხელისუფლება ასეთ ხალხს უნდა შეეკითხოს, რომ აი, თქვენ გადაწყვიტეთო ყველაფერიო, კაცო... ფაქტობრივად რა გამოდის, წლების განმავლობაში ირღვევა მეცნიერთა უფლებები. ვინმე შეეკითხა ქართველ ხალხს ... სულხან საბას და უცხო ენებს რომ აერთიანებდნენ, ვინმე შეეკითხა ამათ, რომ ჩვენ თქვენ გაერთიანებას ვახდენთო?.. თქვენი უნივერსიტეტი (ილიას უნივერსიტეტი) ეს არის სრულიად ხელოვნურად შექმნილი ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის გასანადგურებლად

კომენტარები