პრესკონფერენცია

ივანიშვილი მარგველაშვილზე: ეს არის კაცი, რომელსაც შეუძლია იფიქროს სახელმწიფოზე

facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატზე ისაუბრა.
"2 დღის წინ ჩვენ გამოვაცხადეთ საპრეზიდენტო კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი, რომელიც, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ღირსეული პიროვნებაა, მე აღარ ჩამოვთვლი მის დადებით თვისებებს, ის რაც გამომრჩა მისი წარდგენის დროს, კიდევ გავაკეთებ აქცენტს. ეს კაცი არის გამორჩეული იმით, რომ მას აქვს სახელწიფო აზროვნება, ეს არის კაცი, რომელიც არა საკუთარ პოსტზე და საკუთარი პირობების გაუმჯობესებაზე ფიქრობს, არამედ კაცი, რომელსაც შეუძლია იფიქროს სახელმწიფოზე, იფიქროს მის პერსპექტივაზე. ასეთი პიროვნებები მე იშვიათად შემხვედრია ცხოვრებაში, შემიძლია სულ ორი-სამი გავიხსენო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მოხერხდა ჩვენს საზოგადოებაში ასეთი წარმატებული პიროვნების აღმოჩენა და რაც მთავარია მისი თანხმობა იმაზე, რომ მან პრეზიდენტის არჩევნებში იყაროს კენჭი", - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები