ინციდენტი La Truffe-ში

კანდელაკი: ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა გამბედაობა, დეპუტატებზე ძალადობა ერთმნიშვნელოვნად დაეგმო

www.radiotavisupleba.ge

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კანდელაკი რესტორან La Truffe-ში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რომლის დროსაც საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატები დავით საყვარელიძე და გიორგი ვაშაძე, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია, დაშავდნენ.

"ვწუხვარ, რომ არ აღმოაჩნდათ საკმარისი გამბედაობა და პოლიტიკური სიმწიფე უმრავლესობის წარმომადგენლებს, პარლამენტის თავმჯდომარეს და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ივანიშვილს, რომ ერთმნიშვნელოვნად დაეგმოთ პარლამენტის წევრებზე ფიზიკური ძალადობა", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა პირველი რადიოს პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე.

გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, რომ 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატებზე თავდასხმის ფაქტს არ გამოეხმაურა.

კანდელაკის თქმით, როდესაც არ ხდება ძალადობის ერთმნიშვნელოვანი დაგმობა, ეს მომავალში მსგავს ქმედებას წაახალისებს. დეპუტატის შეფასებით, ფიზიკური ძალადობის ეს ფაქტი ლაგიკური შედეგია იმისა, რომ წინა შემთხვევებში ხელისუფლებამ არასათანადო რეაგირება მოახდინა.

კომენტარები