საქართველოს პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესს ეხმაურება

მიხეილ სააკაშვილი
fb.com/SaakashviliMikheil

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ყო­ფი­ლი შს მი­ნის­ტრის, ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს  გა­მო­ეხ­მა­უ­რა. პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა, მის ოფი­ცი­ა­ლურ  Facebook-ის გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

"რო­გორც ბევ­რი სხვა ადა­მი­ა­ნი, ყუ­რად­ღე­ბას ვა­დევ­ნებ ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს, ამა­ვე დროს მაქ­სი­მა­ლუ­რად თავს ვი­კა­ვებ აზ­რის გა­მოთ­ქმი­სა­გან, ვი­ნა­ი­დან სი­მარ­თლე სა­ბო­ლოო ჯამ­ში მი­უ­კერ­ძო­ე­ბელ­მა მო­სა­მარ­თლემ უნ­და და­ად­გი­ნოს. თუმ­ცა არ შე­მიძ­ლია არ გა­მო­ვეხ­მა­უ­რო იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ გუ­შინ იმ მო­ქა­ლა­ქემ, რომ­ლის ცე­მის ბრალ­დე­ბით დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით და­ა­პა­ტიმ­რეს ყო­ფი­ლი თავ­დაც­ვის და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნაც­ხა­და, რომ ამ ფაქტს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია და ის სა­ერ­თოდ არ ყო­ფი­ლა ახა­ლა­ი­ას კა­ბი­ნეტ­ში. ეს ფაქ­ტი კი­დევ ერ­თხელ ადას­ტუ­რებს, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­თი საქ­მე­ე­ბის ყვე­ლა დე­ტა­ლი­სად­მი დი­დი სიფ­რთხი­ლით და გუ­ლის­ყუ­რით მოპ­ყრო­ბა. სა­ერ­თოდ მი­მაჩ­ნია, რომ ეს სა­სა­მარ­თლო საქ­მე, მი­სი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა და შე­დე­გე­ბი ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა იმი­სა, ბო­ლოს და ბო­ლოს შედ­გე­ბა თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო. წი­ნა წლებ­ში ჩვენ შევ­ქმე­ნით სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი და სა­კა­ნონ­მდებ­ლო გა­რან­ტი­ე­ბი, თუმ­ცა, რა თქმა უნ­და საქ­მე ბო­ლომ­დე არ იყო მიყ­ვა­ნი­ლი, ვი­ნა­ი­დან ნამ­დვი­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა პრაქ­ტი­კით ყა­ლიბ­დე­ბა და არა ფორ­მა­ლუ­რი ნორ­მე­ბით. ამი­ტომ ყვე­ლამ უნ­და გა­ვაგ­რძე­ლოთ მუ­შა­ო­ბა სა­სა­მარ­თლოს გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად და ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უკე­თე­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი დაც­ვი­სათ­ვის’’ , - ნათ­ქვა­მია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

კომენტარები