ინგლისის პრემიერლიგა

იუნაიტედმა პრემიერლიგა მეოცედ მოიგო

ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურში მანჩესტერ იუნაიტედი ასტონ ვილას დაუპირისპირდა და 3:0 გაიმარჯვა. ამ მოგებით, მანჩესტერელებმა ჩემპიონობა გაინაღდეს. იუნაიტედისთვის ეს უკვე რიგით მეოცე ტიტულია, ხოლო ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით მოპოვებული კი მე-13. 

რაც შეეხება შეხვედრას, შესანიშნავად ითამაშა რობინ ვან პერსიმ, რომელმაც ჰეთ-ტრიკი შეასრულა. მის მიერ გატანილი გოლებიდან გამოსარჩევია მეორე, როდესაც ჰოლანდიელმა უეინ რუნის დაახლოებით 50 მეტრიდან გაკეთებული პასი დააგვირგვინა. აღსანიშნავია, რომ ეს ვან პერსის პირველი ტიტულია.

პრემიერლიგაში ჩემპიონის ვინაობა ცნობილია, თუმცა გასარკვევი დარჩა, თუ ვინ დატოვებს ჩემპიონატს და ვინ ითამაშებს ევროპირველობებზე.

კომენტარები