ინგლისის პრემიერლიგა

სუარესმა ივანოვიჩისთვის კბენის გამო ბოდიში მოიხადა

ინგლისური ლივერპულის ფეხბურთელმა ლუის სუარესმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ ჩელსის მცველს, სერბ ბრანისლავ ივანოვიჩს ინგლისის ჩემპიონატის 34-ე ტურის მატჩში უკბინა.

ტელევიზიით ნაჩვენებ კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ კბენს ურუგვაელი, სერბ ოპონენტს. უახლოეს მომავალში, ინციდენტს ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია განიხილავს.

"ვწუხვარ იმის გამო, რაც ჩელსისთან მატჩში მოხდა. ბოდიშს ვუხდი ჩემს მწევრთნელს, თანაგუნდელებს და ლივერპულის ყველა თანამშრომელს იმის გამო, რომ ასე ვუღალატე მათ".

ლივერპულის და ჩელსის შეხვედრა ფრედ - 2:2 დასრულდა, სუარესმა კი ზემონახსენები ინციდენტის გარდა, თავი გატანილი გოლით გამოიჩინა.

კომენტარები