საქართველოს პრემიერმინისტრი

ივანიშვილი: ორჯერ მაინც გადაუჭარბა NDI-მ ნაციონალურ მოძრაობას რეიტინგი

სტრასბურგში ვიზიტად მყოფმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების კითხვებს გასცა პასუხი და NDI-ს კვლევასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი გამოქვეყნებულზე  ორჯერ ნაკლებია.

"ორჯერ მაინც გადაუჭარბა ნაციონალურ მოძრაობას NDI-მ. 4%-ზე მეტი მაინც არ არის მაგათი რეიტინგი. ჩვენც ვატარებთ კვლევებს. ყოფილ სახელისუფლებო პარტიას არ აქვს 9% არცერთ შემთხვევაში. ეს NDI-მ დაუწერა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 22 აპრილს, ეროვ­ნულ დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა ინ­სტი­ტუტ­მა (NDI), სას­ტუმ­რო ქორ­თი­არდ მა­რი­ოტ­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის კვლე­ვის შე­დე­გე­ბი წარ­მო­ად­გი­ნა.

კით­ხვა­ზე, ვის მის­ცემ­დით ხმას, ხვალ რომ ტარ­დე­ბო­დეს ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბი, 62%-ის პა­სუ­ხი ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაა, ხო­ლო 9%-ის - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა. მე­ო­რე არ­ჩევ­ანის შემთხვევაში გამოკითხულთა 2%-მა ქართული ოცნება, ხო­ლო 1%-მა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა და­ა­სა­ხე­ლა.

კვლე­ვა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, 13-27 მარ­ტის პე­რი­ოდ­ში ჩა­ტარ­და და მის ფარ­გლებ­ში შემ­თხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვით 3,103 ადა­მი­ა­ნი გა­მო­ი­კით­ხა. კვლე­ვის ცდო­მი­ლე­ბა 2.5%-ს შე­ად­გენ­და. იგი კავ­კა­სი­ის კვლე­ვი­თი რე­სურ­სე­ბის ცენ­ტრმა ჩა­ა­ტა­რა და შვე­დე­თის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის მი­ერ არის და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი. წი­ნა კვლე­ვა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ 2012 წლის ნო­ემ­ბერ­ში წარ­მო­ად­გი­ნა.

 

 

კომენტარები