რუმინეთმა სტატუს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი აღიარა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტოს ნოტა მიიღო. სტატუს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ამ დროისთვის უკვე აღიარებულია იაპონიის, ჩეხეთის, ლატვიის, ლიტვის, სლოვაკეთის, აშშ-ის, ბულგარეთის, პოლონეთის, ისრაელის, ესტონეთის და რუმინეთის მიერ.
“2013 წლის 15 მაისიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახელობისთვის გაცემული “სტატუს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი” რუმინეთის სახელმწიფოს მიერ მიღებული იქნება, როგორც სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის დაშვებული სამგზავრო დოკუმენტი”, - ნათქვამია რუმინეთის ნოტაში.
ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი და ნეიტრალური პირადობის მოწმობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობას საშუალებას აძლევს საქართველოში სახელმწიფო სერვისები მიიღონ და საზღვარგარეთ თავისუფლად გადაადგილდნენ.




