როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-ში დაუდასტურეს, დაკავებული ქართველებს ცხინვალი ჯარიმი სანაცვლოდ ათავისუფლებს. "ბოლო პერიოდში თანხის გამოძალვის ფაქტებს ადგილი აქვს, 2000 რუბლზეა საუბარი. ამ თემასთან დაკავშირებით შსს-ს საინფორმაცო ანალიტიკური დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს. ამ საკითხზე მეტს ვერაფერს გეტყვით",- განუცხადა სააგენტოს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა.
ფულს დაკავებული ქართველების ოჯახის წევრები ან ცხინვალში მცხოვრები მათი ნათესავები იხდიან. გათავისუფლების სანაცვლოდ ქართველების მიერ ჯარიმის გადახდის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ცხინვალთან ახლომდებარე სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრებლებმა აცნობეს. მარიონეტულმა რეჟიმმა ათამდე მოქალაქე გაათავისუფლა.




