19 აპრილის აქცია

თბილისის მერია შსს-ს თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის

თბილისის მერიამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გუშინდელმა აქციამ ყოველგვარი დარღვევების გარეშე ჩაიარა და მოქალაქეებს თავისუფლად შეკრებისა და აზრის გამოხატვის საშუალება მიეცათ.

"თბილისის მერია მადლობას უხდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისთვის, ასევე საგანგებო და სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს, პოლიტიკურ გაერთიანებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობას და აქციის თითოეულ მონაწილეს 19 აპრილს აქციის სათანადო ორგანიზებისა და წესრიგის დაცვისთვის", - აღნიშნულია მერიის განცხადებაში. 

კომენტარები