19 აპრილის აქცია

სერგო რატიანი: უნდა გაივლოს წითელი ხაზები, რომლებსაც არცერთი მთავრობა აღარ გადაკვეთს

19 აპრილის აქციაზე შეკრებილებს პარლამენტარმა სერგო რატიანმა მიმართა. მისი თქმით, დღეს საქართველოს წინაშე მომავალთან დაკავშირებული ფუნდამენტური არჩევანის პრობლემა დგას - განაგრძობს თუ არა ქვეყანა დასავლური კურსისკენ სვლას.
"ჩვენი ღირსეული არჩევანი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. ჩვენ ვერ დავრჩებით რუსეთის გავლენის სფეროში. ეს შეცდომა იქნება. ნებისმიერი ხელისუფლება უშვებს შეცდომებს, მაგრამ არსებობს შეცდომები, რომლის პატიება არ შეიძლება", - განაცხადა რატიანმა.

ასეთი შეცდომა, რატიანის თქმით, ხელისუფლებამ მაშინ დაუშვა, როცა ომის დაწყებაში საკუთარი ხალხი დაადანაშაულა. "თქვენ შეიძლება შეშფოთებული იყოთ, რომ ჩვენი ქვეყნის პრემიერს სძულს შენება, შემაშფოთებელია, როცა დასავლეთში მეგობრებს წერ საგინებელ სიტყვებს, ეს ყველაფერი შემაშფოთებელია. არსებობს უპატიებელი შეცდომებიც და ასეთია ის, როცა ხელისუფლება საკუთარ ხალხს ადანაშაულებს ომის დაწყებაში. ესაა სწორედ უპატიებელი შეცდომა, წითელი ხაზი, რომელიც არცერთმა ხელისუფლებამ არ უნდა გადაკვეთოს. უპატიებელი შეცდომაა, როცა მსხვერპლს ამტყუნებ, თავდამსხმელს ამართლებ. ეს პარადოქსულია, ეს შეუძლებელია. ამას მხოლოდ ნაცისტები აკეთებდნენ", - აღნიშნა სერგო რატიანმა.

რატიანის თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ საზოგადოებასთან ერთად უნდა დაიწყოს ახალი ეროვნული მოძრაობა, რომლის მთავარი მიზანი იქნება ისეთი წითელი ხაზების გავლება, რომლებსაც არცერთი ხელისუფლება აღარ გადაკვეთს.

კომენტარები