აგვისტოს ომის გამოძიება

პრეზიდენტი მზად არის, ომის გამოძიების ფარგლებში საპარლამენტო კომისიასთან ითანამშრომლოს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად არის, 2008 წლის ომის ხელახალი გამოძიების ფარგლებში პარლამენტის საგამოძიებო კომისიასთან ითანამშრომლოს.

გადაცემა "პოზიციაში" პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "საპარლამენტო გამოძიებას სხვა იურიდიული შედეგი მოჰყვება, რომელიც სახელმწიფოს მნიშვნელოვნად არ დააზარალებს... თუ შეიქმნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, მზად ვარ, პარლამენტში მივიდე და კითხვებს პასუხი გავცე, მიუხედავად იმისა, რომ წინა მოწვევის პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიას საკმაოდ მწვავე კითხვებზე უკვე ვუპასუხე. საპარლამენტო კომისია სხვაა და ამ გამოძიებას სხვა იურიდიული შედეგი მოჰყვება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იმავდროულად, პრეზიდენტი უარს ამბობს, ითანამშრომლოს იმავე თემაზე გამოძიებასთან, რომელიც საქართველის გენერალურ პროკურატურაში უნდა წარიმართოს: "მოდით ახლა ვთქვათ, თუ რა არის ძირითადი ნორმები ომთან დაკავშირებით. რა შეიძლება გამოიძიოს: მუხლი 404 - აგრესიული ომის მომზადება ან წარმოება, მუხლი 405 - მოწოდება აგრესიული ომის გაჩაღებისკენ, მუხლი 406 - მასობრივი განადგურების იარაღის დამზადება, მუხლი 407 - გენოციდი, რუსები რასაც ამბობდნენ, დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ, ეკოციდი. აი, ეს არის ძირითადი მუხლები. როგორც კი იქნება ახალი ამბავი საერთაშორისო პრესაში, პირველი ახალი ამბავი უკვე გავრცელდა. ლიტველებს არ სჯერათ, რომ თქვენმა მთავრობამ თქვა, თქვენ პირველებმა გაისროლეთო. მე მოვისმინე, რომ სააკაშვილს ელის მილოშევიჩის ბედი. უნდა გვესმოდეს, საქართველოს რა მოუვა ამით. დამიძახეთ ჩაუშესკო, კადაფი დამიძახეთ, ჯანდაბას, მაგრამ როცა მილოშევიჩს იძახი, მილოშევიჩი არის კონკრეტული სცენარი, მილოშევიჩის შემდეგ მოხდა იუგოსლავიის ფედერაციის და მათ შორის სერბეთის კავშირის საბოლოო დაქუცმაცება და ეს პროცესი დასრულებული არ არის. მილოშევიჩის შემდეგ კოსოვო აღიარა მთელმა მსოფლიომ და ეს პროცესი, სამწუხაროდ, სერბეთისთვის დასრულებულია. ხვალ რომ გეტყვიან, შენ თვითონ არ აღიარე, რომ სააკაშვილმა ჩაიდინა გენოციდი, ეკოციდი, სამხედრო დანაშაული? დაივიწყე აფხაზეთი, ცხინვალი", - განაცხადა პრეზიდენტმა. 

კომენტარები