საქართველოს პრემიერმინისტრი

ივანიშვილი: მე არასდროს მითქვამს, რომ საქართველომ დაიწყო ომი

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, ჟურნალისტებთან შეხვედრისას აგვისტოს ომთან დაკავშირებული თავისი განცხადების თაობაზე განმარტება გააკეთა. პრემიერის თქმით, მისმა ნათქვამმა სრულიად უსაფუძვლო აჟიოტაჟი გამოიწვია. 

"მე არასოდეს მითქვამს, რომ საქართველო იყო აგრესორი და ომი დაიწყო. ჩვენს ჯარს არ გადაუკვეთავს სხვა ქვეყნის საზღვარი და არ გადასულა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. სწორედ რუსეთმა დაარღვია სუვერენული სახელმწიფოს  ტერიტორიული საზღვრები და განახორციელა აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რასაც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა. მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენი ვალია, უპასუხოდ არ დარჩეს არცერთი კითხვა, რომელიც აღელვებს ჩვენს საზოგადოებას. ჩვენ უნდა გამოვიძიოთ და დავადგინოთ სიმართლე, რაც, დარწმუნებული ვარ, არავითარ შემთხვევაში არ დააზარალებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს და ვერაფერი შეეხება მის ტერიტორიულ მთლიანობას, რადგან, რაც არ უნდა ემოქმედა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას, ეს არ ამართლებს რუსეთის აგრესიას", - განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერის თქმით, აგვისტოს ომის მიუკერძოებელი გამოძიება წერტილს დაუსვამს სპეკულაციებს და აამაღლებს ქვეყნის ავტორიტეტს. 

"საჭიროა პასუხი გაეცეს ბევრ კითხვას, რომელიც ომთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების მიმართ არსებობს - რატომ ვერ შეძლო სააკაშვილმა აშკარა პროვოკაციის თავიდან აცილება, როგორ მოქმედებდა მთავარსარდალი და მთავრობა, რატომ ერეოდნენ ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები სამხედრო ოპერაციის მართვაში, რამაც ქაოსი და არეულობა გამოიწვია, რატომ მოჰყვა ამხელა მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობას შორის, რატომ ვერ შეძლო მთავრობამ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია, როგორ დარჩნენ მეთაურის გარეშე ჩვენი რეზერვისტები, რომლებიც შემთხვევით გადაურჩნენ სიკვდილს, და მრავალი სხვა. არავინ აყენებს ეჭვქვეშ ჩვენი შეიარაღებული ძალების  თავდადებას, მათ გმირობას - ასობით ახალგაზრდა შეაკვდა ამ უთანასწორო ბრძოლას. კითხვები მხოლოდ პოლიტიკური ხელმძღვანელობის - მთავარსარდლისა და მთელი მთავრობის მიმართ ისმება და ისინი ვალდებული არიან კანონის წინაშე გასცენ პასუხი ამ კითხვებს. ვფიქრობ, დამთავრდა ის დრო, როდესაც სააკაშვილი თავად განსაზღვრავდა, ვის უნდა ეპასუხა ხალხისთვის მტკივნეულ კითხვებზე და ვის არა. ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში უნდა დამთავრდეს ეპოქა, როდესაც ქვეყნის მმართველი კანონზე მაღლა აყენებს თავს. ახლა კანონის უზენაესობა არის მთავარი  და ყველას, მათ შორის პრეზიდენტს, იმდენჯერ მოუწევს დაკითხვაზე მისვლა, რამდენჯერაც საჭირო იქნება. ის, რომ სააკაშვილი რუსეთის პროვოკაციას წამოეგო, უდავოა, თუმცა არც რუსეთი აღმოჩნდა ამ პროვოკაციით მოგებული და იმედია, ამას კარგად აცნობიერებენ თავად რუსეთშიც", - განაცხადა ივანიშვილმა.

 შეგახსენებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ცენ­ტრა­ლუ­რი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი­სა და გა­ზე­თე­ბის მთა­ვარ რე­დაქ­ტო­რებ­თან  შეხ­ვედ­რი­სას აგ­ვის­ტოს ომის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ იმ მოვ­ლე­ნე­ბის დროს, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტის მე­თა­უ­რო­ბით არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად მო­იქ­ცა. მი­სი თქმით, ომის თე­მა დღემ­დე ბუ­რუ­სი­თაა მო­ცუ­ლი. 

"გა­უ­მარ­თლებ­ლად მი­მაჩ­ნია, რომ სა­ჯა­რი­სო ნა­წი­ლე­ბი მზად­ყოფ­ნა­ში მო­ვი­და და და­იწ­ყეს სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი მა­ნამ, სა­ნამ რუ­სეთ­მა გად­მო­ლა­ხა საზ­ღვა­რი. გა­ურ­კვე­ვე­ლი ბან­დფორ­მი­რე­ბე­ბი ის­როდ­ნენ და ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან აბ­სო­ლუ­ტუ­რად ადეკ­ვა­ტუ­რი იქ­ნე­ბო­და სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის მოწ­ვე­ვა და მო­ნი­ტო­რინ­გი. ეს პრო­ცე­სი შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო ამ დო­ნე­ზე დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. მე ვუ­ყუ­რებ­დი ყვე­ლა სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოშ­ვე­ბას და არა­ფე­რი სას­წა­უ­ლი არ მომ­ხდა­რა. ერთ-ერ­თი ნაღ­მტყორ­ცნი შე­ვარ­და ერთ-ერთ სახ­ლში და რა­ღაც კე­დე­ლი და­ა­ზი­ა­ნა, არ­ცერ­თი ადა­მი­ა­ნი არ გარ­დაც­ვლი­ლა. საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბო­და სოფ­ლი­დან მაქ­სი­მუმ 100 მაც­ხოვ­რებ­ლის გაყ­ვა­ნა და სა­ჯა­რი­სო შე­ნა­ერ­თე­ბის ჩა­ყე­ნე­ბა. ერ­თა­დერ­თი სწო­რი ნა­ბი­ჯი ალ­ბათ სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რე­ბის მოწ­ვე­ვა იყო. ჩემ­თვის გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა­ტომ გა­კეთ­და ასე­თი რამ, რაც ჩემ­ში კით­ხვებს იწ­ვევს. აგ­ვის­ტოს ომის გა­მო­ძი­ე­ბა არ და­ა­ზი­ა­ნებს არც სა­ქარ­თვე­ლოს, არც წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და არც პრე­ზი­დენ­ტის იმიჯს. ტა­ლი­ა­ვი­ნის ჯგუ­ფის ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან ევ­რო­პას სულ სხვა წარ­მოდ­გე­ნა აქვს, ხო­ლო წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ სხვა ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს", - გა­ნაც­ხა­და პრე­მი­ერ­მა. 

 

კომენტარები