პარლამენტის თავმჯდომარე

პარლამენტის თავმჯდომარე ხვალ პოლონეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ხვალ პოლონეთში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით გაფრინდება. უსუფაშვილთან ერთად პოლონეთს პარლამენტის წევრები; თედო ჯაფარიძე, გიორგი ვოლსკი, ეკა ბესელია და თინათინ ბოკუჩავა ეწვევიან.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვარშავაში პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბრონისლავ კომოროვსკის, სენატის თავმჯდომარეს, ბოგდან ბორუსევიჩს და სეიმის თავმჯდომარეს, ევა კოპაჩის შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრები საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლებთან და პოლონეთი-საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფთან. შეხვედრები გაიმართება აგრეთვე პოლონეთის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

 

კომენტარები