სასამართლო რეფორმა

უსუფაშვილი უმცირესობას: თქვენი ლიდერი მაინც არ იტყოდა, რომ კარგი კანონი მიიღეთო

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა. საპარლამენტო უმცირესობამ ცვლილებების პაკეტს მხარი არ დაუჭირა. 
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სესიაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მაინც არ დაუჭერდა მხარს, რაც არ უნდა ჩაწერილიყო ამ კანონპროექტში, ხოლო უმცირესობის დეპუტატებს მოუწოდა "მნიშვნელოვან პროცესებში" მიიღონ მონაწილეობა.
"ჩვენ პასუხისმგებლები ვართ საზოგადოებაზე, ამ შემთხვევაში მოსამართლეებზე და ამ კანონპროექტის მიღებით სასამართლო გათავისუფლდება პოლიტიკური ზეწოლისგან. მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ კანონპროექტში რაც არ უნდა ჩაწერილიყო, თქვენი ლიდერი მაინც არ იტყოდა, რომ კარგი კანონი მიიღეთო", - განაცხადა უსუფაშვილმა.  
 

კომენტარები