საქართველოს პარლამენტი

საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით კენჭისყრა ვერ მოესწრო

საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით კენჭისყრა, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ვერ მოესწრო. საპარლამენტო უმრავლესობის თინა ხიდაშელის თქმით, კანონპროექტი მოცულობითია, პარლამენტარები მას სერიოზულად უდგებიან და ამიტომაც ვერ მოესწრო კენჭისყრა. ხიდაშელის თქმით, დღევანდელ კენჭისყრაზე გამოჩნდა, რომ პარლამენტი ცვლილებათა პაკეტს მიიღებს. 

კანონპროექტს გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ჩიორა თაქთაქიშვილიც. მისი თქმით, დღევანდელმა კენჭისყრამ აჩვენა, რომ უმრავლესობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ აპირებს და სასამართლოს ხელში ჩაგდება უნდა. პარლამენტარის თქმით, ეს სავალალო პრეცედენტი იქნება და ამის გამო, საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება შეიძლება ვერ გააფორმოს. 

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა სოციალურ ქსელ Facebook-ში უმრავლესობა პარლამენტის საათის გადაწევაშიც დაადანაშაულა. მისი თქმით, პარლამენტის საათი 6-7 წუთით უკან გადაწიეს, რათა კანონპროექტისთვის კენჭისყრა 9 საათამდე მოსწებულიყო. 

კანონპროექტის მეორე მოსმენა ხვალ გაგრძელდება. მესამე მოსმენა კი პარასკევისთვის იგეგმება. 

ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტს საერთო სასამართლოების შესახებ რეკომენდაცია მარტის დასაწყისში გამოუგზავნა. კო­მი­სი­ის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კა­ნონ­პრო­ექ­ტი­დან ამო­ი­ღოს ის პუნ­ქტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უწ­ყდე­ბა იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს ყვე­ლა წევრს, გარ­და უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რი­სა.

უზენაესი სასამართლო ეწინააღმდეგება კანონპროექტის იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც იუსტიციის საბჭოს დღევანდელი შემადგენლობა კანონის ძალაში შესვლის შემდეგ დაშლება.

კომენტარები