თავდაცვის მინისტრი

ალასანია: აუცილებელია არსებობდეს ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლება პრეზიდენტით

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ, ჟურნალისტებთან შეხევდრაზე განაცხადა, რომ მზად არის სახელმწიფო მმართველობის მოწყობის საკითხში საზოგადოების აზრს ანგარიში გაუწიოს.

მისი თქმით, საქართველოში აუცილებელია არსებობდეს ძლიერი ხელისუფლება პრეზიდენტით და პარლამენტით. მისივე განმარტებით, თავისუფალ დემოკრატებს ქართული ოცნების კოალიციაში შესვლისას და შემდეგაც ''შიდა დისკუსიებშიც პოზიცია ღიად ჰქონდათ დაფიქსირებული საკუთარი იდეოლოგიიდან და იმ ღირებულებებიდან გამომდინარე რაც სახელმწიფოს ხედვას უკავშირდება''.

"ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში აუცილებელია არსებობდეს ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლება პრეზიდენტით და ძლიერი პარლამენტი ზედამხვედველობით, მრავალი გამოწვევის გამო, მათ შორის თუნდაც იმ არგუმენტიდან გამომდინარე, რომ ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მინისტრის თქმით, თუ საზოგადოების უმრავლესობა, მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა, ან სხვა ნებისმიერი შერეული ფორმა არის უპირატესი, თავისუფალი დემოკრატები საზოგადოების აზრს ანგარიშს გაუწევს.

კომენტარები