ერთიანი ეროვნული გამოცდები

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 20 აპრილამდე გაგრძელდება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს სასურველი უმაღლესი სასწავლებლებისა და ფაკულტეტების არჩევა დღეიდან 20 დღის განმავლობაში შეეძლებათ.  რეგისტრაცია ინტერნეტითაა შესაძლებელი ცენტრის ვებგვერდზე - www.naec.ge . საგანმანათლებლო პროგრამების ნახვა აბიტურიენტებს ვებგვერდის გარდა გაზეთ "ახალ განათლებაშიც" შეუძლიათ. 

შეგახსენებთ, რომ წელს განათლების სამინისტრო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უნივერსიტეტებში 14 აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამას სრულად დააფინანსებს. 

კომენტარები