ზაზა ფაჩულია

ფაჩულია 6 თვეს გამოტოვებს და შესაძლოა ნაკრებს ევრობასკეტზე ვერ დაეხმაროს

ატლანტა ჰოქსის ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია აქილევსის მყესის ოპერაციას გაიკეთებს, რის გამოც NBA-ს დარჩენილ სეზონს გამოტოვებს. ექიმების ვარაუდით, ძალების აღდგენას და სრულ გამოჯანმრთელებას დაახლოებით ექვსი თვე დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდია იმის ალბათობა საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე კაპიტნის გარეშე იასპარეზოს.

"ვფიქრობ ეს სწორი გადაწყვეტილებაა," განაცხადა ფაჩულიამ ორლანდოსთან გასამართი მატჩის წინ. სეზონის ბოლოს, 29 წლის კალათბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება და კარიერის გაგრძელების შეთავაზებებს განიხილავს, ამიტომ კიდევ უფრო საწყენია, რომ პლეი-ოფში ძალის დემონსტრირების საშუალება არ ექნება.

წლეულს ფაჩულიამ 52 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, აგროვებდა 21.8 წუთში საშუალოდ 5.9 ქულას, 6.5 მოხსნას, 1.5 გადაცემას.

 

 

 

კომენტარები