ზაზა ფაჩულია

ზაზა ფაჩულიამ თბილისის დინამო და საწვრთნელი ბაზა იყიდა

facebook.com/pg/zazazazapachulia

ზაზა ფაჩულიამ საკალათბურთო გუნდი თბილისის "დინამო" და მისი საწვრთნელი ბაზა იყიდა.

თბილისის დინამოს რვა წლის განმავლობაში საქართველოს ბანკი უწევდა პატრონაჟს, დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ "დინამო" NBA-ს კლუბ დეტროიტ პისტონსის ქართველი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას საკუთრებაში გადავიდა.

საკალათბურთო გუნდი "დინამო" ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბია. კლუბი ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ოთხგზის გამარჯვებულია. 

გასულ წელს თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპში მონაწილეობდა, თუმცა ბერძნულ "არისთან" დამარცხდა.

კომენტარები