არასამთავრობო ორგანიზაცია

საია ვალერიან თელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსის, ვალერიან თელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. ამის შესახებ საია-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კოჟორიძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

კოჟორიძის თქმით, ვალერიან თელიას ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მიზანშეწონილი იქნება, თუ გამოძიების მიმდინარეობისას მას უფლებამოსილება შეუწყდება. საია-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, საია-ს თანამშრომლები სატრანსპორტო შემთხვევის დროს ნასვამები იყვნენ თუ არა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მხრიდან ასეთი ქმედება დაუშვებელია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საია-ს ერთ-ერთი თანამშრომელი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

კოჟორიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს იქვე მდებარი აფთიაქის ვიდეოკამერიდან ვიდეომასალის ამოღება შესთავაზა, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, აღნიშნული ვიდეომასალა წაშლილია

კოჟორიძის თქმით, ის აღნიშნულ საკითხზე, დღეს, მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილსაც ესაუბრა. 

კოჟორიძემ სპეციალური ბრიფინგი ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჩაატარა.  28 მარტს, ბა­თუმ­ში, გრი­ბო­ე­დო­ვის ქუ­ჩა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­სა და აჭა­რის ში­ნა­გან საქ­მე­თა მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსს,  ვა­ლე­რიან თე­ლი­ას შო­რის ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და. საია-ს თანამშრომლების თქმით, ვალერიან თელიამ მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სა­ია-ს მძღო­ლი რო­ინ ფარ­ტე­ნა­ძე აც­ხა­დებს, რომ პო­ლი­ცი­ის უფ­როს­მა მი­სი მან­ქა­ნა­ში ჩა­ტენა სცა­და, რა დრო­საც შეხ­ლა-შე­მოხ­ლის შე­დე­გად პუ­ლო­ვე­რი გა­ე­ხა. ვალერიან თელია ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს უარყოფს. 

კომენტარები