არასამთავრობო ორგანიზაცია

TI-საქართველო: "გადამზიდავების საქმეზე" სასამართლომ ვადები დაარღვია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს "გადამზიდავების საქმეზე" დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეებისთვის ჯერ კიდევ არ ჩაუბარებია, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადების დარღვევაა. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, გადაწყვეტილების ჩაბარების გაჭიანურებით ზარალდება გადამზიდავების ინტერესები და მცირდება მათი ბაზარზე დაბრუნების შანსი. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 მაისს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფინანასთა მინისტრის, ნოდარ ხადურის 2013 წლის 25 იანვრის #30 ბრძანება უკანონოდ იქნა გამოცხადებული. კანონმდებლობის მიხედვით, გადაწყვეტილება მხარეებს 9 ივნისამდე უნდა ჩაბარებოდათ. მოსამართლე ილონა თოდუას თანამშემწის ინფორმაციით, საქმეზე გადაწყვეტილების მომზადება დასრულებული არ არის.

ილონა თოდუა 9 ივნისს მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩია.

 

კომენტარები