სტიქია

კახა კალაძე: სტიქიის შედეგად ზარალმა 6 მილიონ ლარს მიაღწია

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, კახა კალაძის თქმით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის რაოდენობა ერთი მილიონი ლარით გაიზარდა. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს, მთარობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

მინისტრის ცნობით, ზარალმა 6 მილიონ ლარს მიაღწია და ეს თანხა პრემიერმინისტრის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ნარმანიას განცხადებით, აჭარაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, მისივე თქმით, წლის მეორე ნახევარში ნაპირსამაგრი სამუშაოები დაიწყება.

კომენტარები