საერთო სასამართლოები

ბიძინა ივანიშვილსა და კოტე კუბლაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

გუშინ, 26 მარტს საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეს კოტე კუბლაშვილს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ისაუბრა.

"გუშინ სატელეფონო საუბარი შედგა პრემიერმინისტრსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შორის. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ შეთანხმება, რომელიც მიღწეულ იქნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით, კერძოდ, იმ საკითხებზე, რომელიც ეხება მოსამართლეთა კონფერენციას, საბჭოს მოსამართლე წევრების უფლებამოსილების საკითხს, ძალაში რჩება. ეს შეთანხმება ასახულია მეორე მოსმენით მიღებულ კანონპროექტში. რაც შეეხება პარლამენტის მიერ ასარჩევ ექვს წევრს, კონსულტაციები სწორედ ამ თემაზე მიმდინარეობს, რადგან ეს მთლიანად საპარლამენტო თემატიკაა. ამ ნაწილში ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება. ის ვარიანტი, რომელიც წარმოდგენილია უმრავლესობის მხრიდან, სრულიად შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. უმცირესობას ჩვენი წინადადებები ავუხსენით და ახლა მათი გადასაწყვეტია დაგვთანხმდებიან ამ თემაზე და კონკრეტული ვერსიის დახვეწას ერთად გავაგრძელებთ, თუ ამ თემაზე მუშაობას გააგრძელებს უმრავლესობა", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით, მმართველი გუნდი არ აპირებს,  სააკაშვილის სასამართლო ქართული ოცნების სასამართლოდ გადააქციოს.

კომენტარები