ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ნაციონალურმა მოძრაობამ შუალედური არჩევნებისთვის მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა

ფეისბუქის გვერდზე ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შუალედური არჩევნებისთვის სამ რაიონში წარსადგენი მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა. 

თბილისში, ნაძალადევის რაიონში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატია ყოფილი სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში მირზა (პაპუნა) დავითაია. სამტრედიაში მოსახლეობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ემზარ შუბლაძე იბრძოლებს, ხოლო ბაღდათის რაიონში - ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ  წიქორიძე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე მა­ჟო­რი­ტა­რი კან­დი­და­ტი აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სა­მუ­შა­ოდ გა­და­ვი­და, მა­თი ად­გი­ლე­ბი კი პარ­ლა­მენ­ტში გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ცეს­კო-მ შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი 2013 წლის 27 აპ­რილს და­ნიშ­ნა. არ­ჩევ­ნე­ბი ნა­ძა­ლა­დე­ვის, ბაღ­და­თი­სა და სამ­ტრე­დი­ის სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქებ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

 ცეს­კო-ში კან­დი­და­ტე­ბის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­დგე­ნის ვა­და 28 მარტს იწუ­რე­ბა. 

კომენტარები