ბორის ბერეზოვსკი

დიდი ბრიტანეთის პოლიცია: ბერეზოვსკის გარდაცვალების მიზეზი ჩამოხრჩობაა

პათანატომების პირველად დასკვნაზე დაყრდნობით, დიდი ბრიტანეთის პოლიცია, ბორის ბერეზოვსკის გარდაცვალების მიზეზად ჩამოხრჩობას ასახელებს.
სამედიცინო ექსპერტები აცხადებენ, რომ ბიზნესმენის ცხედარს ძალადობის კვალი არ ეტყობა. აღსანიშნავია, რომ ექპერტიზის საბოლოო დასკვნას რამდენიმე დღე დასჭირდება. ჯერჯერობით არაა დასრულებული ტოქსიკოლოგიური შემოწმებაც. 
შეგახსენებთ, რომ რუსეთიდან ემიგრირებული 67 წლის ბორის ბერეზოვსკის ცხედარი, სურეის საგრაფოში, საკუთარ სახლში, 23 მარტს აღმოაჩინეს. 

კომენტარები