ბორის ბერეზოვსკი

ბერეზოვსკიმ აბრამოვიჩთან სასამართლო დავა წააგო

რუსმა ოლიგარქმა ბორის ბერეზოვსკიმ, საფეხბურთო კლუბ ჩელსის მფლობელ რომან აბრამოვიჩთან სასამართლო დავა წააგო. გახმაურებული სასამართლო პროცესი ათი თვის მანძილზე გრძელდებოდა.

საქმე ეხება სადავო 3 მილიარდ ფუნტს. ბორის ბერეზოვსკის მტკიცებით, აბრამოვიჩმა მას რუსული ზეთის კომპანიის აქტივების გაყიდვა დაბალ ფასში აიძულა. მისი მტკიცებით აქციების რეალურ ღირებულებასა და გაყიდვის ფასს შორის სხვაობა 3 მილიარდი ფუნტია.

საბოლოო სასამართლო სხდომაზე, მოსამართლე გლოსტერმა განაცხადა, რომ ერთიან ანალიზზე დაყრდნობით, ბორის ბერეზოვსკის არასანდო მოწმედ მიიჩნევდა.

,,ის შეკითხვებისთვის თავის არიდებასაც ცდილობდა, გრძელი და არამნიშვნელოვანი საუბრებით. ასევე მტკიცებით, რომ დაკარგა მისი ბრალდებიის დამადასტურებელი დოკუმენტაციები.’’-აღნიშნა მოსამართლემ.

მისი თქმით, რომან აბრამოვიჩი მეტოქისგან განსხვავებით, ბევრად უფრო დამაჯერებელი იყო. ,,საბოლოო ჯამში, ბატონ აბრამოვიჩს მივიჩნევ სარწმუნო და ბოლომდე საიმედო მოწმედ.‘’-განაცხადა საბოლოო სხდომაზე მოსამართლემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას ბორის ბერეზოვსკიმ სასამართლოს გადაწყვეტილებას გამაოგნებელი უწოდა.

,,როდესაც სასამართლო პროცესზე მოვდიოდი, მომზადებული მქონდა ფრაზა - ჩერჩილმა თქვა, რომ დემოკრატია მმართველობის ცუდი ფორმაა, მაგრამ უკეთესი არ არსებობს. მინდოდა მეთქვა -ინგლისური სასამართლო არის ცუდი, მაგრამ არაფერი უკეთესი არ არსებობს. დღეს მე მაქვს ეჭვი, იქნებოდა თუ არა ეს ფრაზა სწორი. ზოგჯერ მგონია, რომ სასამართლოს თავად პუტინმა დაუწერა განაჩენი.’’-განაცხადა ბორის ბერეზოვსკიმ.

ოლიგარქის თქმით, მას ჯერ არ გადაუწყვიტავს გაასაჩივრებს თუ არა ლონდონის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას. 

კომენტარები