ბორის ბერეზოვსკი

რუსული მედიის ცნობით ბორის ბერეზოვსკი გარდაიცვალა

როგორც დიდ ბრიტანეთში მცხოვრები მილიარდერის სიძე, იგორ შუპე facebook-ის პირად გვერდზე წერს, ბორის ბერეზოვსკი გარდაიცვალა - ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. ბერეზოვსკის გარდაცვალების შესახებ სხვა დეტალები ცნობილი არ არის.

ჟურნალისტი დემიან კუდრიავცევის ტვიტერზე წერს, რომ ბერეზოვსკი ლონდონის დროით 11 საათზე გარდაიცვალა.

ბორის ბერეზოვსკი ყოფილი რუსი მეცნიერი, მეწარმე და პოლიტიკური მოღვაწე იყო. 13 წლის წინ ის რუსეთიდან დიდ ბრიტანეთში ემიგრაციაში წავიდა. 2003 წელს პოლიტდევნილის სტატუსი მიიღო. რუსეთში ის მრავალრიცხოვან დანაშაულებებშია ბრალდებული და დაუსწრებლად შეფარდებული აქვს პატიმრობა. 1983 წლიდან ტექნიკური მეცნიერებების დოქტორის ხარისხი მიიღო, ხოლო 1991 წელს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გახდა.

2011 წელს ჟურნალ “Forbes” მიხედვით მისი ქონება 0.7 მილიარდს შეადგენდა. ბერეზოვსკიმ დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღო პასპორტი, რომელიც გაიცა სახელზე „პლატონ ელენინი“. BBC-ის ცნობით, პლატონი ფილმ „ოლიგარქის“ გმირის სახელია. საერთაშორისო ძებნის მიუხედავად, ბერეზოვსკი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში უპრობლემოდ გადაადგილდებოდა. 2003 წლის დეკემბერში ის ბრიტანული პასპორტით თბილისშიც ჩამოვიდა. ამას რუსეთის ღია პროტესტი მოჰყვა, თუმცა ბერეზოვსკი საქართველოში კიდევ რამდენჯერმე იმყოფებოდა.

ასევე ცნობილია, რომ ბერეზოვსკიმ ოფშირული კომპანიების მეშვეობით 320 000 ფუნტი სტერლინგი გადასცა ბრიტანელი მონარქის, დედოფალ ელისაბედის ნახევარძმას, პრინც მაიკლს 2002 – 2008 წლებში.

1978 წელს ლენინის კომსომოლის პრემიის ლაურიატი გახდა.

1983 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია

1989 წელს დაარსა კომპანია „ЛогоВаз“ - რომელიც ВАЗ-ის მარკის ავტომობილების გაყიდვით იყო დაკავებული. 1991 წელს კომპანიამ მიიღო Mercedes-Benz-ის საბჭოთა კავშირში იმპორტიორის ოფიციალური სტატუსი.

1995 წელს მონაწილეობდა რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის შექმნაში და შევიდა ОРТ-ეს დირექტორთა საბჭოში.

იმავე წელს ის გახდა მოსკოვის სამაუწყებლო კორპორაციის აქციონერი. 1996 წელს ციმბირის ნავთობკომპანიის Сибнефть - საბჭოს წევრი. 1999 წელს მან შეიძინა უმსხვილესი მედია-ჯგუფი „Коммерсантъ“. გაზეთები: газеты: «Коммерсантъ», «Московская комсомолка», «Независимая газета», «Новые Известия», «Свежий номер»; ჟურნალები:: «Автопилот», «Власть», «Деньги», «Молоток», «Домовой», «Огонёк»; რადიოსადგური: «Наше радио»; ტელეკომპანია ОРТ (პირველი არხი) და МНВК (ТВ-6).

1996 – 97 წლებში რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იყო. მომდევნო ორი წლის განმავლობაში კი დსთ-ს აღმასრულებელი მდივანი. 1999 – 2000 წლებში რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან, თუმცა მოგვიანებით მან მანდატი მოიხსნა.

2012 წელს ბერეზოვსკიმ დააწესა პრემია - 50 მილიონი რუბლი, პუტინის დაპატიმრებისთვის. იმავე წლის მაისში ბერეზოვსკიმ პრემია 500 მილიონ რუბლამდე გაზარდა. მისივე განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში „ღია და სამართლიანი“ სასამართლოს წინაშე წარსდგება, 1999 – 2000 წლებში პუტინის მხარდაჭერისთვის.

2007 წელს ბრიტანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ბერეზოვსკიზე თავდასხმის აღკვეთის შესახებ ლონდონში. როგორც სკოტლანდ-იარდმა მოგვიანებით განაცხადა, მკვლელი ლონდონში ბავშვთან ერთად რუსეთიდან ჩამოვიდა. 21 ივნისს პოლიციამ მკვლელი დააკავა და რუსეთში გააძევა. მას დიდ ბრიტანეთში შესვლა აეკრძალა.

ბორის ბერეზოვსკის ამტკიცებდა, რომ მის პარტნიორ ბადრი პატარკაციშვილზე ზეწოლის გამო, რომან აბრამოვიჩს დაბალ ფასში Сибнефти-სა და Русала-ს აქციების მიყიდვა აიძულა. ბერეზოვსკის ვერსიით, მისი პრობლემები პუტინის ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე დაიწყო. ბერეზოვსკის თქმით, ალექსანდრ ვოლოშინმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მას მოსთხოვა გადაეცა საზოგადოებრივი მაუწყებლის აქციები სახელმწიფოსთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ბერეზოვსკის ბედს ჰპირდებოდნენ. შემდეგ, იგივე მოთხოვნა მას პუტინმა პირადად გაუმეორა. მოგვიანებით ბადრი პატარკაციშვილი შეხვდა მინისტრ მიხაილ ლესინს რომელმაც მას დაუსახელა აქციათა პაკეტის ფასი - 300 მილიონი დოლარი. მაგრამ ბერეზოვსკი აქციების გაყიდვაზე უარი თქვა. 2000 წელს, როცა ბერეზოვსკი ემიგრაციაში წავიდა მასთან მოლაპარაკებები აბრამოვიჩმა კვლავ განაახლა. დეკემბერში ის შეხვდა ბერეზოვსკისა და პატარკაციშვილს საფრანგეთში და გადასცა მათ პუტინის ახალი სურვილი, რომელმაც ფასი 175 მილიონ დოლარამდე ჩამოსწია, ხოლო უარის გაყიდვაზე უარის თქმის შემთხვევაში კონფისკაციით დაიმუქრა. ამის სანაცვლოდ რუსეთის ხელისუფლება ბერეზოვსკის დაჰპირდა, რომ მის მეგობარს, ნიკოლაი გლუშკოვს ციხიდან გაათავისუფლებდა. ბერეზოვსკი და პატარკაციშვილი დათანხმდნენ.

ბერეზოვსკის ბიზნესპარტნიორი, ცნობილი ქართველი ბიზნესმენი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ბადრი პატარკაციშვილი, 2008 წლის 12 თებერვალს გულის შეტევით ასევე დიდ ბრიტანეთში გარდაიცვალა.  პატარკაციშვილი და ბერეზოვსკი პატარკაციშვილის ცხოვრების ბოლო წლებში კონფლიქტში იყვნენ. პატარკაციშვილმა გამოისყიდა საქმიანი აქციები მათი საერთო ბიზნესიდან. საქართველოში პატარკაციშვილის საპრეზიდენტო კანდიდატობის პერიოდში, ბერეზოვსკიმ მას ბრალი დასდო რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესების გატარებაში.

 

კომენტარები