საკონსტიტუციო ცვლილებები

აშშ საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანმხებას ულოცავს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას, საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმება მიულოცა.

''აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ლიდერებს, საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას ორპარტიულად მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ულოცავს'', - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ განცხადებაში. 

''აღნიშნული ნაბიჯი გზას უკვალავს ქართული დემოკრატიის კონსოლიდაციას და საშუალებას აძლევს მთავრობას, ყურადღება გაამახვილოს ბევრ საკითხზე, რომელიც მის დღის წესრიგში დგას. იმედის მომცემია პოლიტიკური კონსენსუსი, რომელიც საფუძვლად დაედო აღნიშნულ შეთანხმებას. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ფიგურას, შეინარჩუნოს კონსტრუქტიული, მომავალზე ორიენტირებული ტონი საჯარო დისკუსიებისას, რათა ხელი შეუწყოს უფრო მეტ პროგრესს საქართველოსა და მისი მოქალაქეების სასიკეთოდ", - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა, კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი, გუშინ, მე­სა­მე მოს­მე­ნით, 114 ხმით ერ­თხმად და­ამ­ტკი­ცა. ცვლი­ლე­ბე­ბით პრე­ზი­დენტს ჩა­მო­ერ­თვა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბა - პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ახა­ლი მთავ­რო­ბის ფორ­მი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

კომენტარები