საქართველოს პრემიერმინისტრი

ივანიშვილი ებრაელ ხალხს პასექის დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ებრაელ ხალხს ფესახის (პასექის) დღესასწაული მიულოცა. 

"ვულოცავ ისრაელის ხალხსა და საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს ფესახის (პასექის) დღესასწაულს, რომელიც ამ დიდი ერისთვის უპირველესი რელიგიური დღე და მონობიდან გამოყვანისა და თავისუფლების სიმბოლოა", - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში. 

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ამ უძველესი ერის რწმენის სიმტკიცე და გამძლეობა უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. 

"საუკუნეები ატარეს ებრაელებმა ეს ტრადიცია, დღემდე სიხარულით ხვდებიან ფესახის (პასექის) დღესასწაულს და მადლობას სწირავენ უფალს თავისუფლებისთვის. ვუერთდები საქართველოში მცხოვრები ყველა ებრაელის სიხარულს და ვუსურვებ, თავისუფლება, კეთილდღეობა და მშვიდობა არ მოჰკლებოდეთ მათ ოჯახებს", - აღნიშნულია ივანიშვილის განცხადებაში.

კომენტარები