სოციალურად დაუცველები

თბილისის მერიასთან სოციალურად დაუცველები შეიკრიბნენ

თბილსის მერიის შენობის წინ, სოციალურად დაუცველები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს და თბილისის მერთან, გიგი უგულავასთან შეხვედრას ითხოვდნენ.

სხვადასხვა ობიექტებში შესახლებული სოციალურად დაუცველები აცხადებენ, რომ არ აქვთ ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები და ანტისანიატარიაში უწევთ ცხოვრება.

ამ დროისათვის ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. პოლიციასა და სოციალურად დაუცველთა შორის მცირე შეხლა-შემოხლაც მოხდა.

აქციას მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამსახურის უფროსი, მამუკა ქაცარავა გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არის საკითხები, რომელთა გადაწყვეტა მერიის კომპეტენციის ფარგლებს სცდება.

"გარკვეულ საკითხებს ჩვენ მათ გადავუწყვეტთ, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც მერიის პრეროგატივიდან გადის. ჩვენ მათ დავეხმარებით ანტისანიტარული დროებითი პრობლემების გადაწყვეტაში, ასევე შევუძენთ პირველადი მოხმარების საგნებს, მაგრამ არის ბევრი საკითხი, რომელიც ჩვენი კომპეტენცია არ არის", - განაცხადა მამუკა ქაცარავამ.

მისი განმარტებით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვედრა, აღდგენა ან სარეიტინგო ქულების მინიჭება მერიის პრეროგატივა არ არის და ფინანსურ დახმარებებს მერია მარტო განცხადებებით ვერ გამოყოფს.

 

 

კომენტარები