საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 150 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის სუბსიდირება გაგრძელდება. საკითხი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განიხილეს.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, ამ წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სარეიტინგო ქულების მიხედვით, მოხმარებული ელექტროენერგია 12,5 თეთრამდე დაუფინანსდებათ.
აღნიშნული შეღავათით 250 000-მდე ოჯახი ისარგებლებს.