დედამიწის დღე

ხვალ "დედამიწის საათი 2013" აღინიშნება

"გამორთეთ სინათლე ერთი საათით დედამიწისთვის", - ამ სლოგანით ხვალ, 23 მარტს, საქართველოში "დედამიწის საათი 2013" აღინიშნება.

20:30 სთ-დან 21:30 საათამდე, ელექტრო ენერგიის მიწოდება შეუწყდება თბილისის რამდენიმე შენობას. ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრმა, ხათუნა გოგალაძემ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

წელს დედაქალაქის გარდა ქვეყნის კიდევ ოთხი ქალაქი ჩაერთვება ღონისძიებაში. ის მსოფლიოში 1970 წლიდან აღინიშნება, ხოლო საქართველო მეხუთე წელია უერთდება.„დედამიწის საათის“ ერთ–ერთი ორგანიზატორის - CENN-ის პრესსამსახურის თქმით შარშან ამ აქციით მსოფლიოში 115 მეგავატი ელექტროენერგია დაიზოგა.

მინისტრი საზოგადოებას მოუწოდებს ამ დროისთვის სახლში ელექტრო ენერგია "ღონისძიების მეტი ეფექტურობისთვის" გამორთონ. გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლის, ინიტა პაულოვიჩას თქმით, ამ დროს ყველა წამყვანი მედიასაშუალება გააშუქებს ჩაბნელებული მსოფლოს.

 

 

 

კომენტარები