შს მინისტრი

ღარიბაშვილი: გუშინდელი მკვლელობა გახსნილია

შს მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განაცხადებით, თბილისში გუშინ მომხდარი მკვლელობა გახსნილია. როგორც ღარიბაშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

"გუშინ საპარლამენტო უმცირესობამ დაიწყო ჩემი კრიტიკა, რომ გაზრდილია დანაშაულთა მაჩვენებელი. როგორც ვიცით, გუშინ მოხდა მკვლელობა, მოკლეს ტაქსის მძღოლი. როგორც ახლა მაცნობეს, მკვლელობა უკვე გაიხსნა და ეჭვმიტანილი დაკავებულია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრის თქმით, ქვეყანაში დანაშაულთა გახსნის სტატისტიკური მაჩვენებელი გაზრდილია. ღარიბაშვილმა ამისთვის პოლიციის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, გუშინ თბილისში ტაქსის მძღოლი მოკლეს. მოკლული სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.

კომენტარები