შს მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმცირესობის წევრებს ხვდება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, საპარლამენტო უმცირესობის წევრებს ხვდება.

როგორც ღარიბაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, ''უკანასკნელი წლების განმავლობაში არცერთხელ არ ჰქონია ადგილი შემთხვევას, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი მისულიყოს პარლამენტში ოპოზიციური ფრაქციის კითხვებზე პასუხის გასაცემად''.

მინისტრის თქმით, შსს წლების განმავლობაში დახურული სისტემა იყო და პოლიტიკური დიქტატის ქვეშ იმყოფებოდა.

''ჩემი ურყევი ნებაა, რომ სამინისტრო გახდეს გამჭვირვალე, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული იყოს და ხალხს ემსახურებოდეს'', - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პარლამენტში მიმდინარე შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა შსს-ში მიმდინარე რეფორმების შესახებ ისაუბრა და 4 თვის მუშაობის შედეგები შეაჯამა.

შს მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი შეხვედრა ''საფუძველს ჩაუყრის პარლამენტსა და სამინისტროს შორის ურთიერთობის ახალ დასავლურ ტრადიციას''.

კომენტარები