EPP

ფანჯიკიძე: არა მგონია, სხვის მიერ შემოთავაზებული სამოქმედო გეგმა გვჭირდებოდეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე, ევროპის სახალხო პარტიის მიერ გამოქვეყნებულ დეკლარაციას გამოეხმაურა.

''არა მგონია, სხვის მიერ შემოთავაზებული სამოქმედო გეგმა გვჭირდებოდეს მაშინ, როცა ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს ევროკავშირთან, ევროსაბჭოსთან, NATO-სა და აშშ-სთან'', - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ფანჯიკიძის თქმით, მან რეზოლუციაში ვერ ნახა ''ვერცერთი ფაქტი, რითაც ევროპის სახალხო პარტიის წევრები საკუთარ თეზისებს ამყარებენ''. მისივე თქმით, პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ ევროპის სახალხო პარტიისთვის გუშინ გაგზავნილი წერილი ძალიან დასაბუთებული იყო.

''ვფიქრობ, როცა ევროპელი პარლამენტარები ასეთ განცხადებებს აკეთებენ, კარგად უნდა იცნობდნენ ფაქტებს და თეზისებს, რომლებსაც თავიანთი განცხადებით სთავაზობენ საერთაშორისო საზოგადოებას, სწორედ ფაქტებით ამყარებდნენ. სამწუხაროდ, მათ რეზოლუციაში ასეთი ფაქტები არ მინახავს, მაშინ როცა ფაქტები ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ფაქტების მიხედვით უნდა მოქმედებდეს ყველა'', - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

შეგახსენებთ, ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ამ დეკ­ლა­რა­ცია გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ქვეყ­ნის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის გა­ნახ­ლე­ბის­თვის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა შეს­თა­ვა­ზა.

დეკ­ლა­რა­ცია სა­მიტ­ზე ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გა­ნი­ხი­ლა, რო­მ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ან: ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის პრე­ზი­დენ­ტი, ევ­რო­პუ­ლი კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტი, ათი ვი­ცეპ­რე­ზი­დენ­ტი, ასე­ვე ირ­ლან­დი­ის მი­ნის­ტრი ევ­რო­პულ სა­კით­ხებ­ში, მას შემ­დეგ, რაც ირ­ლან­დია EPP-ს შე­მად­გენ­ლო­ბა­შია.

ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის არცერთ წევრს, დეკ­ლა­რა­ცი­ის შე­სა­ხებ სა­პი­რის­პი­რო აზ­რი არ და­უ­ფიქ­სი­რე­ბია და მას­ზე ხე­ლის მო­წე­რის­გან თა­ვი არ შე­უ­კა­ვე­ბია.

ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტია ევ­რო­პის პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ა­თა უდი­დე­სი გა­ერ­თი­ა­ნე­ბაა, რო­მე­ლიც 1976 წელს შე­იქ­მნა და ევ­რო­პის მე­მარ­ჯვე­ნე-ცენ­ტრის­ტუ­ლი იდე­ო­ლო­გი­ის ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­ულ და კონ­სერ­ვა­ტი­ულ პარ­ტი­ებს აერ­თი­ა­ნებს.

კომენტარები